1. სამზარეულოს ავეჯის სიმაღლე
სტანდარტების მიხედვით სამზარეულოს ბაზისური ავეჯის სიმაღლე არის 85 სმ. ავეჯის დამკვეთებს ხშირად ავიწყდებათ სიმაღლეებში „შესწორებების შეტანა“. რეზულტატში, კარადების კომპლექტის და სტანდარტული სამუშაო სიმაღლეების მიღებისას იძულებულნი არიან ან ძალიან დაადაბლონ ავეჯი, ან აამაღლონ. თუ თქვენ მაღალი ჭერის პირობებში იყიდეთ მზა ავეჯი, მაშინ შეგიძლიათ ქვედა ნაწილი ფეხებზე შედგათ და შემდეგ ხის მასალით დეკორატიულად შემოსოთ. ე.წ. „ქანთრის“ სტილში დამზადებული სამზარეულოსთვის ასამაღლებელ მასალად შესაძლოა გამოდგეს ჩვეულებრივი მოსაპირკეთებელი აგური დახვეწილი ზედაპირით. თუ ავეჯი ზედმეტად მაღალია, მაშინ შეგიძლიათ ფეხები მოახერხოთ.

2. სჭირდება თუ არა ჭურჭლის ნიჟარას ფრთები?
გავრცელებული შეცდომაა ფრთიანი ან „ტყუპი“ სამზარეულოს ნიჟარაზე უარის თქმა. ამას ადგილის ეკონომიით ხსნიან. სამზარეულოში, სადაც სადილი დიდი ოჯახისთვის მზადდება, მრავალფუნქციური ნიჟარის გარეშე არაფერი არ გამოვა. ნიჟარის ფრთაზე შეგიძლიათ მოათავსოთ ცხელი ჭურჭელი ან დაალოგოთ გარეცხილი ხილი და ბოსტნეული. მეორე განყოფილება საშუალებას მოგცემთ ერთდროულად მოახერხოთ და გარეცხოთ დიდი ზომის ქვაბები, ტაფები და ა.შ.

3. მოძრავი უჯრები კარადების ნაცვლად.
ნუ იჩქარებთ სამზარეულოში თაროების დაკიდებას. მოაწყვეთ მოძრავი უჯრები – ეს ადგილის ეკონომიაშიც დაგეხმარებათ და საქმესაც დაგილაგებთ. უჯრების შიდა მხარე ადვილად შეგიძლიათ სექციებად დაყოთ და შიგთავსი მოწესრიგებული ფორმით ჩაალაგოთ, ეს ძალიან მოსახერხებელია, არაფერი არ გექნებათ საძებარი. შიდა სექციების დასაყოფად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი პლასმასის ყუთები, ან დაუკვეთოთ ხის ტიხრები შესაბამისი ზომების მიხედვით.

4. უბრალოდ და მარტივად
სახელურების ნაცვლად ჩაღრმავებები სამზარეულოს თანამედროვე სტილს სრულად პასუხობს, მაგრამ თუ თქვენ არც სახელურები მოგწონთ და არც ჩაღრმავებები, მაშინ შეგიძლიათ ე.წ. „კლიკ-კლაკ“ სისტემა გამოიყენოთ, რომელიც საშუალებას იძლევა სამზარეულოს კარადა იდაყვითაც კი გააღოთ. ეს სისტემა ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებელსაც კი აკმაყოფილებს. ასევე ხელს უწყობს ნებისმიერი სამზარეულოს სივრცის მინიმიზაციას.

5. რთული ლაქები
მეტალის ზედაპირის მქონე გაზქურა და მაცივარი ძალიან ელეგანტური და მოდურია, განსაკუთრებით ახალგაზრდა წყვილებში. თუმცა ამ ყველაფრის უარყოფითი მხარე ისაა, რომ სუფთა ხელებით შეხებაც კი ლაქებს ტოვებს ასეთ ზედაპირზე. ეს კი სისუფთავის მოყვარულ დიასახლისს იძულებულს ხდის რეგულარულად აპრიალოს ზედაპირი. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს: უჟანგავი ზედაპირისთვის სპეციალური საწმენდის ყიდვა, რომელიც არამარტო წმენდს, არამედ იცავს კიდეც ლაქებისგან მას, ან ასეთი ავეჯი მხოლოდ წამყვან ბრენდებთან შეიძინოთ, რომელთა ზედაპირი უკვე დამუშავებულია და აქვს დამცავი ფენა.

6. მყუდრო კუთხე
სამზარეულოში კომფორტის შექმნის სურვილმა არ უნდა მიგიყვანოთ სავალალო შედეგებამდე. კედლები ან მათი ფრაგმენტები, რომლებიც დაფარულია ქსოვილით, გამოიყურება შესანიშნავად, მაგრამ მალე იწოვენ სუნს და ჭუჭყს. თვალისა და გულისათვის სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად და შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაჭრის იმიტაციის მქონე მასალები. რასაკვირველია სამზარეულოში განსაკუთრებით გამოგადგებათ რეცხვადი ტიპის.

7. რომელი მაცივარია უფრო მოსახერხებელი?
ტექნიკის მაღაზიები გვთავაზობენ მაცივრების დიდ არჩევანს. ენერგიის ეკონომიური მოხმარება, ლამაზი ზედაპირი, მოსახერხებელი საყინულე კამერა და შესაფერისი ფასი – შენაძენის გაკეთებისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სამზარეულოს დაგეგმარება მოითხოვს მაცივრისთვის კარის გამოღების მიმართულების შეცვლას, აღმოჩნდება, რომ ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ყველაფერზე წინასწარ უნდა იფიქროთ და გაარკვიოთ რაც გაინტერესებთ მანამ, სანამ ნივთს შეიძენთ. როგორც გარე დიზაინია მნიშვნელოვანი, ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ შიგთავსს, მოწყობილობას, ფუნქციონალურობას და ა.შ.

8. ხელის შეშლის გარეშე
სასტუმრო, მისაღებ და სამზარეულო ზონებს შორის ტიხრების არარსებობა საცხოვრებელ სახლს უფრო ფართეს და ნათელს, მაგრამ ამასთანავე მოუხერხებელს ხდის. თუ მისაღებ ოთახში გიდგათ ტელევიზორი, სამზარეულოში კერძს ამზადებთ, იქვე ახლოს კი ბავშვები თამაშობენ – დარწუმუნებული იყავით, რომ ხმაური ყველას შეაწუხებს. ხოლო კიბის უჯრედიდან შემოსული ხმაური მხოლოდ შემოსასვლელში კი არა, მთელ ბინაში გავრცელდება. მთავარი კარი აუცილებლად მაღალი ხარისხის ხმის იზოლაციით დააყენეთ,  ფართი კი ხელახლა გადატიხრეთ. გამოიყენეთ მოძრავი ან ნახევრადგამჭვირვალე ტიხრები. დაამონტაჟეთ არასრული სიმაღლის ან ორმხრივად გახსნილი თაროები. ასევე კარგად იმუშავებს გასასრიალებელი ან ჟალუზის ტიპის დასაკეცი კარები.

9. ელექტროობა
რამდენი როზეტია საჭირო ოთახში? თქვენ ფიქრობთ, რომ საკმარისია ორი ან სამი? არა, ეს ჩვეულებრივი დაბნეულობაა უცოდინრობის გამო. გამოცდილება აჩვენებს, რომ როზეტები ყველაზე პატარა ოთხშიც კი საჭიროა ყველა კედელზე, მაგრამ მათი რაოდენობა, ტიპი, დამიწების პირობები და მდებარეობა აუცილებლად შეათანხმეთ პროფესიონალ ელექტრიკოსთან. კარგად აუხსენით ერთდროულად რამდენი  მოწყობილობა იქნება შეერთებული დენის წყაროსთან. ევრო სტანდარტის მიხედვით იატაკიდან როზეტის სიმაღლე უნდა იყოს 30 სმ-ზე.
10. პრაქტიკული მორთულობა ფანჯრებისთვის
მისაღებსა და საძინებელში გრძელი, იატაკზე მხატვრულად დაფენილი ფარდებით გაწყობილი ფანჯრები ყოველთვის კარგად გამოიყურება. მაგრამ რამდენად მზად ხართ თქვენ ყოელდღიურად მტვერსასრუტით წმინდოთ იატაკი, ნოხები და ფარდის ბოლოები? ლამაზი დეკორი დიასახლისს საზრუნავს მატებს, განსაკუთრებით თუ სახლში ოთხფეხა მეგობრები ბინადროებენ. თუ თქვენ არ გსურთ უარი თქვათ მსგასი სილამაზის ქონაზე, მაშინ ფარდების ყიდვისას ეცადეთ ჭუჭყგამძლე და ანტისტატიკური ტიპის ქსოვლი შეარჩიოთ. მართალია ეს დასუფთავებისგან სამუდამოდ ვერ გაგათავისუფლებთ, მაგრამ დაგეხმარებათ სისუფთავე უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ.

11. მტვერი
ბევრისთვის ცნობილი პრობლემაა დასუფთავების დროს წარმოქმნილი ან წიგნების თაროზე დაგროვილი მტვერი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ისეთ ოჯახებში, სადაც ვინმე ალერგიით იტანჯება. ასეთ დროს გამოსავალი არის შუშით დახურული ფასადის მქონე ავეჯის შეძენა.  დახურულ სივრცეში ნესტის წარმოქმნისგან დაგიცავთ სავენტილაციო ღრიჭოები ავეჯის გვერდითა კედლებზე. ეს მეთოდი ხელს შეუწყობს წიგნებისთვის ხელსაყრელი კლიმატის შექმნას, თქვენ კი გაგათავისუფლებთ მტვრით გამოწვეული პრობლემებისგან. გაითვალისწინეთ, რომ ცნობილი ბრენდები უკვე აწარმოებენ მზა ავეჯს ქარხნულად დამუშავებული სავენტილაციო რღიჭოებით. ამიტომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ და ავეჯის შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ.

12. „მზე“ აკვარიუმისთვის
თევზებით და წყალმცენარეებით სავსე დიდი აკვარიუმი ამშვენებს ბინას. განსაკუთრებით ეფექტურია ის, როცა ორივე მხრიდან გახსნილია. მაგრამ შეცდომაა, როცა მას მზის პირდაპირი სხივების მოხვედრის ადგილას ამონტაჟებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მზის სხივები სამხრეთით მდებარე ფანჯრებიდან შემოდის. ასეთ დროს აკვარიუმში წყალმცენარეები დაიწყებს ზრდას და ის ხიბლს დაკარგავს. აკვარიუმი დადგით ისეთ ადგილას, სადაც ხვდება გაფანტული მზის სხივები, „მზის“ ნაცვლად კი გამოიყენეთ ოთახის დეკორატიული განათება.

13. კიბე
ორდონიან ბინებსა და კერძო სახლებში მეპატრონეები ხშირად დგებიან კიბის მონტაჟთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე. კიბის შერჩევისას საკმარისი არ არის მხოლოდ დიზაინზე და ფასზე ყურადღების გამახვილება, გაცილებით მნიშვნელოვანია კონსტრუქცია. სიმაღლეების გათვლას, საფეხურების სიფართეებსდა მათ სიხშირეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკული ოჯახში მცხოვრები ბავშვებისა და მოხუცებისათვის. ამიტომ, კიბე ის დეტალი არ არის, რომელზეც ეკონომიის გაკეთბა ნამდვილად არ ღირს. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კიბე დაუკვეთოთ გამოცდილებისა და დადებითი რეპუტაციის მქონე კომპანიას. ნუ დაიშურებთ დროსა და ძალებს იმისათვის, რომ შეარჩიოთ მოხერხებული და უსაფრთხო კონსტრუქცია. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში სპეციალისტები დაგეხმარებიან.

14. ლამინატის დამცავი ზედაპირი
ლამინატი – თანამედროვე, მსუბუქი და ლამაზი ზედაპირია. გასაკვირი არ არის, რომ მას დიდ ყურადღებას უთმობენ ბაზარზე და საკმაოდ მოკლე დროში პოპულარობა მოიპოვა. იმისათვის, რომ ლამინირებულმა იატაკმა ზედაპირი დიდხნს შეინარჩუნოს და არ გაფუჭდეს, არჩევისას ყურადღება მიაქციეთ კლასს და ზედაპირის მოხვეწის სიხშირეს. შემოსასვლელში, სამზარეულოში და საძინებელში იატაკზე დატვირთვა აბსოლიტურად სხვადასხვაგვარია და თითოეულ ზონაში საჭიროა სხვადასხვა მასალა. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ ავეჯის ფეხებს დააკრათ ქეჩა, რაც იატაკის ზედაპირს დაზოლვისა და დაკაწვრისგან დაიცავს.

Facebook Comments