სიახლეები

გაეცანით ჩვენს სერვისებს და სიახლეებს

6 რჩევა, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ თბილისში ბინის  დაქირავებისას

თბილისი უცხოელი ტურისტებისთვის თანდათან უფრო მიმზიდველი  ქალაქი ხდება. განსაკუთრებით ტურისტული სეზონის პერიოდში, ქალაქში საცხოვრებელ ბინებზე   მოთხოვნის ზრდასთან ერთად ძვირდება ბინის ქირის გადასახადიც.  აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქინების სააგენტო WeRent.ge გთაბაზობთ 6 ძირითად რჩევას იმის შესახებ თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სანამ ბინას დაიქირავებთ.

1. წინასწარ მოიძიეთ ბინა
თქვენ შეიძლება ბინების შესახებ ბევრი განცხადება ნახოთ, თუმცა თუ თქვენ ხანგრძლივი პერიოდით გინდათ ბინის დაქირავება, სათანადო ბინის პოვნა არც ისე ადვილი იქნება. სასურველია გამგზავრებამდე დაუკავშირდეთ პროფესიონალ აგენტს, რომელიც თქვენი  მოთხოვნის შესაბამისად შეგირჩევთ და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას გასაქირავებელი  ბინების შესახებ. ადგილზე ჩამოსვლისას თქვენ შეგიძლიათ პირადათ დაათვალიეროთ თითოეული მათგანი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტულება.

2. იპოვეთ პროფესიონალი აგენტი, რომელიც თქვენს მშობლიურ ენაზე/ ან საერთაოშრისო ენაზე საუბრობს
თუ თქვენ გაგიმართლათ და იპოვეთ პროფესიონალი აგენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ კარგ ბინასაც მალე იპოვით.
ენის ბარიერი ხელისშემშლელი ფაქტორია, რადგან გარდა ბინის მოძიებისა თქვენ უნდა იკონტაქტოთ ბინის მეპატრონესთან, უნდა გააფორმოთ ხელშეკრულება და ა.შ.

3. საგულდაგულოდ დაათვალიერეთ ბინა
ხელშეკრულების გაფორმებამდე საგულდაგულოდ დაათვალიერეთ ბინა. შეამოწმეთ ავეჯისა და ტექნიკის მდგომარეობა, ასევე ყველა სხვა დეტალი.

4.  ფასზე მოლაპარაკება
ფულის დაზოგვის მიზნით, აგენტის მეშვეობით შეგიძლიათ აწარმოოთ მოლაპარაკება ბინის ქირის გადასახადის დაკლების შესაძლებლობის შესახებ.  ამ შემთხვევაში დიდი ალბათობაა ბინის მეპატრინისგან მიიღოთ 5% დან 20 %-მდე შეღავათი.

5. შეამოწმეთ ბინის დოკუმენტები
თაღლითის მახეში რომ არ გაებათ, შეთანხმების გაფორმებამდე დარწმუნდით, რომ ბინა ნამდვილად ეკუთვნის მფლობელს. აღნიშნული ინფორმაციიის მიღება შესაძლებელია  საჯარო რეესტრის ეროვნულ საანგეტოდან უძრავი ქონების ამონაწერის გამოთხოვით. ჩვენი აგენტები ადვილად დაგეხმარებიან აღნიშნული დოკუმენტის მოძიებაში.
ბინის დაქირავევისას, დამქირავებელმა ასევე უნდა მოთხოვოს ბინის მეპატრონის პირადობის დამადასტურებელი საბუთი/პასპორტი და ბინის დოკუმენტები.

6. გააფორმეთ შეთანხმება
ბინის მფლობელთან შეთანხმების გაფორმებისას, აუცილებელია დაწვრილებით გაიწეროს  მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვანი დეტალი – აცხადებს  სააგენტოს WeRent.ge დამფუძნებელი გიორგი მანასიანი. ქირის საფასურის გადახდაც გაწერილი გრაფიკით უნდა შესრულდეს.

თქვენ შეგიძლათ უფასო კონსულტაცია მიიღოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე:
(+995)577727337 (Viber, WhatsApp, Telegram)
ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ: giorgi@werent.ge

გისურვებთ სარფიან გარიგებას!

This post is also available in: enEnglish ruRussian