ხშირად ხდება ისე, რომ გიწევთ გადასვლა სხვა ქვეყანაში, ან უბრალოდ რამოდენიმე ბინა გაქვთ თბილისში და ნათესავებს არ სცალიათ მათ მისახედად, მეზობლებს კი ვერ ანდობთ გასაღებს? ამ შემთხვევაში, შპს ვირენთ.ჯი დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული საკითხების მოგვარებაში.

ჩვენი მომსახურებით სარგებლობის უპირატესობები:

1. ინდივიდუალური მომვლელის მიმაგრება

თავდაპირველად ჩვენ მოვახდენთ თქვენი ბინის სრულ აღწერას, ინვენტარიზაციას, გადავიღებთ ფოტოსურათებს და გავაფორმებთ კონტრაქტს ერთმანეთს შორის, შემდეგ კი თქვენ გეყოლებათ აგენტი, რომელთანაც გექნებათ პირდაპირი კავშირი 24/7-ზე. ვაიბერით, ვოცაფით ან მობილურის მეშვეობით . 

2. ბინის ყოველთვიური კონტროლი და შემოწმება

ბინის ზედმიწევნით შესამოწმებლად, კონსიერჟი ბინაში მივა თვეში 3-ჯერ. გადაიღებს სურათებს, ან ჩაგერთვებათ ვიდეოზარით და ანგარიშს ჩაგაბარებთ ბინის მდგომარეობის შესახებ.

3. ყვავილების და მცენარეების მორწყვა

ბევრი მეპატონისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც ხანგრძლივი დროით მიემგზავრებიან და სახლში ბევრი ყვავილები აქვთ, კონსიერჟი თქვენს საყვარელ მცენარეებს, თქვენივე ინსტრუქციის მიხედვით მორწყავს.

4. საფოსტო ყუთიდან კორესპოდენციის გამოტანა და კომუნალურების გადახდა

საფოსტო ყუთიდან ქვითრების, დოკუმენტების ამოღება, დახარისხება და შენახვა, თუ თქვენ არ იყენებთ ონლაინ ბანკინგს ჩვენ დაგეხმარებით კომუნალურების, კომპლექსის დაცვა-დასუფთავების და სხვა გადასახადების დროულად გადახდაში.

5. ბინის ყველა კომუნიკაციის და საყოფაცხოვრებო ნივთების კონტროლი

ბინაში მისვლისას კონსიერჟი აწარმოებს დანადგარების კონტროლს და შემოწმებას. მაგალითად ცენტრალური გათბობის ქვაბის წყლის წნევის მომატება, ონკანების შემოწმება, ნათურების შეცვლა, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გამოვიძახოთ დამლაგებელი ან ხელოსანი და ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ ვაკონტროლოთ მათი საქმიანობის ხარისხი, დროულობა და შედეგები.

6. მეპატრონის ინტერესების წარდგენა

მხოლოდ თქვენთან შეთანხმების შემდეგ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვიქნებით თქვენი წარმომადგენელი თავმჯდომარესთან, იუსტიციის სახლში, მერიაში თუ სხვა ადგილებში. 

7. ჩვენი სერვისი ფასიანია და ყოველთვიური გადასახადი შეადგენს  –  150 ლარს 

თუ თქვენ დაინტერესდით  ჩვენი მომსახურებით მობრძანდით ჩვენს ოფისში ან დაგვიკავშირდით: (+995) 577-72-73-37, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ყველა ამ საკითხის მოგვარებაში!

შპს WeRent.Ge – ღირსეული პარტნიორია კარგი რეპუტაციით და მრავალი წლის გამოცდილებით!

Facebook Comments

This post is also available in: Russian