სიახლეები

გაეცანით ჩვენს სერვისებს და სიახლეებს

“იაფი ბინა” – გამართლება თუ რისკი?

გასაყიდად გამოტანილ ბინაზე დადებული დაბალი ფასი პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ამიტომ მყიდველი ასეთ დროს არ უნდა აჩქარდეს.

მაშნაც კი, როცა თქვენ გეუბნებიან, რომ „ბინა სადაცაა გაიყიდება თუ არ მოასწარით“, მაინც არ აჩქარდეთ. რამდენადაც მიმზიდველად არ უნდა მოგეჩვენოთ ფასი, აუცილებლად შეეცადეთ საკითხის კარგად გარკვევას.

დაბალი ფასის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა:

1. „მოკლული“ ბინა – ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. ბინის მდგომარეობას მნახველს ვერაფირთ დაუმალავენ, ამიტომ მისი ფასიც შესაბამისი იქნება. ამ შემთხვევაში ბინის ფასს დაამატეთ რემონტისთვის საჭირო თანხა და მასზე დასახარჯი დრო და ენერგია.

2. ცუდი ხედები – თუ ადამიანი ბინის ფანჯრებიდან გაშლილ ხედებს მნიშვნელობას ანიჭებს (ვიღაცას მდინარე მოსწონს, ვიღაცას კი ურბანული კვარტლები), მაშინ ბინის ყიდვამდე აუცილებლად უნდა შეამოწმოთ რამდენად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს უძრავი ქონება ამ მხრივ.

3. იურიდიული დეფექტები – თუ ბინა შიგნიდან საკმაოდ მისაღებად გამოიყურება, ხოლო ფასი დაბალია, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაიხედოთ იურიდიულ მხარეში. ასეთ დროს ყველა შემთხვევა უნიკალურია. ამიტომ ამ საკითხის გადამოწმების გარეშე გადაწყვეტილება არასოდეს მიიღოთ. თუ თქვენ იპოთეკის გაფორმებას გეგმავთ – მაშინ ბანკი თავად გადაამოწმებს ბინას.

4. არახელსაყრელი მდებარეობა – ასეთ დროს ნამდვილად კაგად უნდა დაფიქრდეთ. კარგად შეისწავლეთ ქალქგეგმარებასთან მიმართებაში ბინის მდებარეობა. ასევე ყურადღება მიაქციეთ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას და განრიგს. თუ თქვენ მიხვდებით, რომ რამოდენიმე წელში ქალაქის ეს უბანი საკმაოდ განვითარებული იქნება, მაშინ ბინაში ჩადებული თანხა შესაძლოა მომგებიან ინვესტიციად იქცეს.

კომენტარის დატოვება

თვენი ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.