ამ სტატიაში შპს WeRent.Ge-ს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი, გიორგი მანასიანი მოგვიყვება კოპანიის ახალი სერვისის შესახებ, კონკრეტულად კი თბილისში ბინების მოვლა-პატრონობის ანუ კონსიერჟის მომსახურების შესახებ.

– მოგესლამებით ბატონო გიორგი, მადლობა რომ დათანხმდით ინტერვიუზე, და ჩვენი პირველი კითხვაა თუ საიდან დაგებადათ ამ სერვისის შექმნის იდეა?

– მოგესალმებით, მადლობა თქვენ და ჩვენს მკითხველს შესაძლებლობისთვის გავაცნო ჩვენი კომპანიის ახალი პროდუქტის შესახებ. საერთოდ იდეა იბადება  როდესაც ჩნდება მისი საჭიროება ბაზარზე, უკვე მრავალი წელია მაქვს ურთიერთობა მეპატრონეებთან და არაერთხელ დასჭირვებიათ მსგავსი მომსახურება და ზუსტად ამან განაპირობა, რომ ჩამომეყალიბებინა კონკრეტული მომსახურება ამ სფეროში.

– მოგვიყევით უფრო ვრცლად თუ რას სთავაზობთ ბინების მეპატრონეებს. 

– მათ ვისაც აქვთ ბინები და არ ცხოვრობენ საქართველოში, ან უბრალოდ არ აქვთ მათი მოვლა-პატრონობის დრო, ჩვენ ვთავაზობ 3 სხვადასხვა მომსახურების პაკეტს რაშიც შედის, ინდივიდუალური მომვლელის მიმაგრება, ბინაში თვეში ერთხელ ან ყოველკვირეულად მისვლა და შემოწმება, კომუნალურების გადახდა, დალაგება, ტრანსფერი და სხვა. უფრო დეტალურად ფასების და პაკეტების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

– რა გარანტიებს და ნდობის ფაქტორებს სთავაზობთ მეპატრონეებს?

– ძალიან კარგი კითხვაა, ჩვენი კომპანია 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს, ჩვენ გვაქვს 2 წარმომადგენლობითი ოფისი, ასევე გვყავს გამოცდილი თანამშრომლები. შპს ვირენთ.ჯი-ს ემსახურებიან ბუღალატრული და იურიდიული კომპანიები, და რაც მთავარია გვყავს მრავალი კმაყოფილი კლიენტი. შესაბამისად ყველა ეს შიდა თუ გარე ფაქტორი ქმნის საფუძველს რომ მოვიპოვოთ ახალი კლიენტების ნდობაც.

– მადლობა საინტერესო სიახლისთვის, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და კომპანიის განვითარებაში.

– მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით ჩვენით და ჩვენი მომსახურებით, წარმატებებს ვუსურვებ ყველა ჩვენს მკითხველს.

Facebook Comments