უძრავი ქონების შედარება

შედარება
You can only compare 4 properties, any new property added will replace the first one from the comparison.

ქირავდება 2-ოთახიანი შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან

ქირავდება 2-ოთახიანი შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან
ქირავდება 980₾ თვეში - ახალი აშენებული, ბინები
1428 37 კვ.მ 1 საძინებელი 1 სააბაზანო 2017 აშენების წელი

გაგარინის მოედანზე, თბილისის მერიასთან, შარტავას ქუჩაზე ქირავდება 2-ოთახიანი ახალი გარემონტებული უცხოვრებელი ბინა, ახალაშენებული კორპუსის მე-5 (18) სართულზე. 37 კვ.მ ბინას აქვს – სტუდიოს ტიპის დიდი მისაღები, საძინებელი, სააბაზანო და პატარა აივანი, რომლიდანაც იშლება თბილისის პანორამული ხედები. ბინა მოწყობილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. კორპუსს აქვს ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი და საერთო დიდი ვერანდა მთავარ სართულზე. სადარბაზოსა და ორივე ლიფტში მოქმედებს ჩიპური სისტემა და დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. კორპუსს აქვს ძალიან კარგი ადგილმდებარეობა, ახლოს არის სუპერმარკეტები Spar და Nikora, ავტობუსის გაჩერება, სხვადასხვა კვების ობიექტები, კაფეები, რესტორნები, აფთიაქები.

ავეჯი: ორადგილიანი საწოლი, გასაშლელი დივანი, ჟურნალის მაგიდა, ტრილიაჟი.

ტექნიკა: LCD ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, გამწოვი, სარეცხი მანქანა, უთო, მტვერსასრუტი.

დამატებით აქვს: დომოფონი, დუშ-კაბინა, ტელევიზია და ინტერნეტი/WiFi, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, აივანი, რკინის მასიური კარები.

ბინის პარამეტრები:
ფართობი – 37 კვ.მ
ოთახების რაოდენობა – 2
საძინებელი – 1
საააბაზანო – 1
ჭერის სიმაღლე – 3
სართული – მე-5 (18)

* ქირავდება მინიმუმ 6 თვით
* პირველი და ბოლო თვის წინასწარ გადახდით

ფასი: $350
ტელ: (+995) 577 750 023 – ტატა (Viber, WhatsApp)

This post is also available in: enEnglish ruRussian

რუქა

მსგავსი განცხადებები