Regus-ის ბიზნესცენტრი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ტაბიძის 1, რომელიც წარმოადგენს რეკონსტრუირებულ და ახლად გარემონტებულ A კლასის ოფისებს. მისი იერსახე ქმნის თბილისის ისტორიული, ეგზოტიკური და სოფისტიკური არქიტექტურის ელეგანტურ სინთეზსს 21-ე საუკუნის ურბანულ ტექნოლოგიებთან ერთად, რომელიც მდებარეობს ლეონიძის ქუჩაზე, ტრენდული საფეხმავლო გ. ტაბიძისა და ს. მაჩაბელის ქუჩებს შორის.

A კლასის ბიზნეს-ცენტრში წარმოდგენილია სავაჭრო და საოფისე ფართები, კვების ობიექტი და რესტორანი “Red Café“. ბიზნეს-ცენტრი მდებარეობს თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, დედაქალაქის შუაგულში. მდებარეობას აქვს პრივილეგია ითვლებოდეს ბიზნეს დაწესებულებების ჰაბად, აქ ასევე განთავსებულია მაღალი დონის სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, ოფისები და ბრენდული მაღაზიები.

ტაბიძის 1 ადვილად მისადგომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვისაც.

აირჩიეთ მუშაობის ფორმა
გამოიყენეთ მყუდრო და კომფორტული სამუშაო გარემო ყველაზე მოქნილი გადახდის პირობებით, აირჩიეთ საათობრივი, დღიური ან წლიური მომსახურების პაკეტები და მიიღეთ ერთი გადასახადი ყველა სერვისზე

პერსონალური ოფისები
აირჩიეთ საოფისე სივრცე, რომელიც მორგებულია როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური მუშაობის მსურველთათვის. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით, რომელიც შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ბიზნესის განვითარების შესაბამისად. 14,60 $-დან ერთ პერსონაზე დღეში

საერთო სამუშაო სივრცე
აქ დაგხვდებათ მეგობრული ატმოსფერო და იდეალური გარემო კონცენტრაციისა და იდეების განვითარებისთვის. ასევე, საერთო სამუშაო სივრცეში შეგიძლიათ ინდივიდუალური მაგიდის დაჯავშნაც
14,50 $-დან
ერთ პერსონაზე დღეში

ვირტუალური ოფისი
შექმენით თქვენი ბიზნესის წარმატებული იმიჯი. შეარჩიეთ ოფისის მისამართი ან ისარგებლეთ სატელეფონო ზარების მიღებისა და ელფოსტის დამუშავების სერვისებით
2,90 $-დან
ერთ პერსონაზე დღეში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იმუშავეთ ნებისმიერ ადგილზე ერთი საათით, ერთი დღით, ერთი კვირით, ერთი თვით, ან წლების განმავლობაში.
ფასები მოცემულია ერთ პირზე დღეში, 24-თვიანი ხელშეკრულებით და იმ პირობთ, რომ გვაქვს თავისუფალი სივრცე.

Workspace as a Service - Georgia_Georgian

ფასები:
ოფისი ფანჯრით $18 – 68
შიდა ოფისი $14 – $50
საერთო სამუშო სივრცე $14.50
ვირტუალური ოფისი: $2,80 – $7.84

ოფისის დაჯავშნის ან დათვალიერებისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 72 73 37

ლოკაცია

კომპანიის პროფილი

რეგუსი უმსხვილესი პროვაიდერია მოქნილი პირობების მქონე სამუშაო სივრცეების უზრუნველყოფის სფეროში მთელ მსოფლიოში. მისი მომხმარებლები არიან ყველაზე წარმატებული სამეწარმეო ორგანიზაციები, ინდივიდუალური პირები და მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე კორპორაციები.

ჩვენი ქსელი მოიცავს თითქმის 3000 ბიზნეს ცენტრს, რომლებიც მდებარეობს 120 ქვეყნის 900-მდე ქალაქში. მობილური, ვირტუალური და ინდივიდუალური ოფისების გამოყენებით, ჩვენ საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ხელსაყრელ ფასად ყველგან, სადაც გსურთ, შეუზღუდავი დროით და საორგანიზაციო საკითხების საზრუნავის გარეშე

რეგუსი დაარსდა 1989 წელს ბრიუსელში, ბელგიაში, დაფუძნებულია ლუქსემბურგში და შეტანილია ლონდონის საფონდო ბირჟის სიაში.

ოფისის დაჯავშნის ან დათვალიერებისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 72 73 37