ამ საკითხს ადამიანები ეჯახებიან ყოველ ჯერზე, როცა საქმე მიდგება უძრავი ქონების გაქირავებას. როგორ შევარჩიოთ სანდო, კეთილსინდისიერი რიელტორი, რომელსაც შეიძლება ენდო და რომელიც არ გიღალატებს? ეს არც ისე მარტივია, დაგვეთანხმებით ალბათ.

გთავაზობთ რამოდენიმე მარტივ რჩევას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

ერთ-ერთი მარტივი ვარიანტია – მეგობრებს და ნაცნობებს ჰკითხოთ, ვინ დაიქირავეს მსგავსი საკითხის მოგვარებისას. ბევრ მათგანს უკვე ექნება რიელტორებთან მუშაობის გამოცდილება, რომელიც ნამდვილად წაგადგებათ თქვენც.

მეორე ვარიანტი
თუ ისეთი ნაცნობები არ გყავთ, რომლებსაც ამ საკითხში რჩევის მოცემა შეუძლიათ, მაშინ გრჩებათ მასმედიის საშუალებების გამოყენება: გაზეთები, ჟურნალები, ინტერნეტი. სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს რიელტორებს ინტერნეტით. უძრავი ქონების სააგენტოს პერსონალურ საიტზე ბევრი რამის გაგება შეგიძლიათ არამარტო აგენტზე, არამედ თავად კომპანიის შესახებაც. მაგრამ როგორ უდნა გამოიტანოთ დასკვნა, იმსახურებს თუ არა ეს ადამიანი ნდობას? ამაში რიელტორთან პირადად შეხვედრა დაგეხმარებათ.

ჩვენი რჩევა – დაურეკეთ აგენტს და მოელაპარაკეთ შეხვედრაზე. გაქირავებისას შეხვედრა შესაძლოა თქვენთან სახლში მოხდეს. ამ შემთხვევაში აგენტს საშუალება მიეცემა შეაფასოს თქვენი ქონება რეალურად. აუცილებლად მოემზადეთ მსგავსი შეხვედრისთვის!

წინასწარ მოიფიქრეთ ყველა შეკითხვა, რომლებზეც პასუხის მიღება გსურთ. ინტერვიუ დაიწყეთ მთავარი შეკითხვით: არის თუ არა უძრავ ქონებაზე მუშაობა აგენტისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო, თუ ეს რაიმე ჰობია. რიელტორი, რომელიც მუშაობს part-time-რეჟიმით, ვერ შეძლებს სათანადო ყურადღება დაუთმოს თქვენი ბინის გაქირავების საკითხს.

ჩვენ გირჩევთ გაესაუბროთ ორ-სამ აგენტს. ასე თქვენ გაცილებით მეტი შანსი გექნებათ გაარკვიოთ ვისთან უფრო კომფორტულად იმუშავებთ.

რიელტორის ძებნის მესამე ვარიანტი – მიმართეთ «ტოპ» – აგენტს, რომელიც დომინანტია ქალაქის რომელიმე რაიონში. შეიძლება რომელიმე თქვენგანმა იცის კიდეც ასეთი ადამიანების სახელები. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს „წყალქვეშა ქვები“: იმის გამო, რომ ასეთი პიროვნება ყოველთვის ძალიან დაკავებულია, შესაძლოა თქვენ საკითხს სათანადო დრო ვერ დაუთმოს. როგორც წესი, ასეთ დროს დასახმარებლად მოდიან მათი ასისტენტები და ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თქვენ საქმე გექნებათ არა «ტოპ პროდუსერთან», არამედ მის ერთ-ერთ ასისტენტთან.

გისურვებთ სწორი არჩევანის გაკეთებას!

Facebook Comments